თარიღი: 12-14 სექტემბერი, 2018
ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი

სამხრეთ კავკასიური ცარცის წრის პირველი შეხვედრა 2016 წელს, პარიზში შედგა. ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში (მერილენდის, ჩიკაგოს, პარიზი 8-ისა და დიდროს უნივერსიტეტები) მომუშავე უცხოელმა ენათმეცნიერებმა ქართველ კოლეგებთან ერთად (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტი) მიზნად დაისახეს ხელი შეეწყოთ ერთი მხრივ, ახალგაზრდა მკვლევრებსა და მათ უფროს კოლეგებს შორის დიალოგისათვის, მეორე მხრივ კი სხვადასხვა დისციპლინის წარმომადგენლებს შორის დისკუსიისათვის შეექმნათ ერთგვარი პლატფორმა.

სწორედ ამგვარი დიალოგისა და დისკუსიის სივრცედ იქცა სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე - 1. ღონისძიების თემა იყო ფილოლოგიისა და ლინგვისტიკის შეხვედრა (“Philology meets Linguistics”) და იგი რუსთაველის საიუბილეო წელს მიეძღვნა.

სამხრეთ კავკასიური ცარცის წრის პირველ შეხვედრაზე დაგეგმილი თანამშრომლობა 2017 წელს საზაფხულო სკოლის სახით გაგრძელდა, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, სკოლა თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით (https://goo.gl/ffWrNY) ჩატარდა.

მოხსენებების მიღება:
ველით მოხსენებებისა და სასტენდო მოხსენებების (პოსტერი) აბსტრაქტებს კვლევის ყველა მიმართულებიდან: ფონოლოგია, მორფოლოგია, სინტაქსი, სემანტიკა, პრაგმატიკა, ტიპოლოგია, ენის ათვისება, სამხრეთ კავკასიის ენების ფსიქოლინგვისტიკა და ნეიროლინგვისტიკა.
სასტენდო მოხსენებები (პოსტერი) მიიღება სამხრეთ კავკასიის ენათა მეცნიერული კვლევების შესახებ.

ინსტრუქციები აბსტრაქტის წარმოსადგენად:
მოხსენებების ენაა ინგლისური. მოხსენების აბსტრაქტი არ უნდა აჭარბებდეს 2 გვერდს (ფურცლის ზომა - A4, ფონტი - სილფაენი, 12) მაგალითებისა და დამოწმებების ჩათვლით. აბსტრაქტები ანონიმურია და მიიღება მხოლოდ ელექტრონულად, იხ. ბმული ქვემოთ.

თარიღები:
განაცხადები მიიღება 15 მაისამდე. გახანგრძილვდა 10 ივნისამდე.

შეტყობინება განაცხადის მიღების შესახებ: 28 ივნისი
Program

მოხსენების ატვირთვა

შინაარსობრივ შეკითხვებთან დაკავშირებით მიმართეთ პროფესორ ლეა ნეშს (lea.nash@univ-paris8.fr) ან მარია პოლინსკის (polinsky@umd.edu).
For administrative and practical questions, please contact g.school@iliauni.edu.ge.